საექსკურსიო შესაძლებლობები
Ჩვენი ჰოსტელის შემოგარენში არის ისეთი ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
1) ბორჯომი (882 მ. ზღვის დონიდან) – Მთის კურორტი, რომელიც ცნობილია თავისი მინერალური წყლებით, სადაც შესაძლებელია ბანაობა. Ბორჯომი არის შესასვლელი კარიბჭე ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკის (დაახლოებით 2000მ. ზღვის დონიდან). Ხაშურიდან ბორჯომში შესაძლებელია ჩასვლა მიკროავტობუსით.
2)ბაკურიანი (2000მ. Ზღვის დონიდან) – ცნობილი სათხილამურო კურორტი საქართველოში. ზაფხულში გაქვთ შესაძლებლობა გაისეირნოთ ფეხით ტაბაწყურის ტბაზე (დაახლოებით 60 კილომეტრში) და ტაბაწყურის მონასტრამდე. აგრეთვე დაათვალიეროთ ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი. კურორტი დაშორებულია ხაშურიდან 27 კმ_ით, სადაც Რეგულარულად დადიან მიკროავტობუსები.
3) ქ. გორი და მისი შემოგარენი – გორის ციხე,სტალინის სახლ-მუზეუმი, ტრადიციული ბაზარი, ატენის სიონის მონასტერი. გორი მდებარეობს ხაშურიდან 42 კმ_ში. მიკროავტობუსების მოკლევადიანი გრაფიკების გამო მარტივია გადაადგილება.
4) კლდოვანი ქალაქი უფლისციხე – ნაციონალური პარკი რომელიც შედის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 700 გამოქვაბულიდან შემორჩენილია 150. უფლისციხე მდებარეობს გორიდან 10კმ_ში ( სადგური ქვახვრელი).
5) ურბნისისა და სამთავისის ტაძრები, ყინწვისის მართლმადიდებლური მონასტერი, წრომის მონასტერი.
6) ახალციხე (1000მ. Ზღვის დონიდან) – მდებარეობს ხაშურიდან 64 კილომეტრში. აქ შესაძლებელია მოინახულოთ რაბათის ციხე – სიმაგრე ეკლესიითა და მეჩეთით და საფარის მონასტერი, რომელიც ახალციხიდან მდებარეობს 7 კმ_ში.
7) სურამი – ყოფილი საკურორტო ქალაქი, რომელიც მდებარეობს ხაშურთან ახლოს. აქ ნახავთ სურამის ციხეს, სურამის მუზეუმს.
8. ლაშქრობა კოდიწყაროს ტბამდე
ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობა საცხოვრებლიდან სულ რაღაც საათზე მეტს იღებს (დაახლოებით 5 კმ) და მივყავართ ტბისკენ, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი ბორცვებით. აქვე ნახავთ 2 მართლმადიდებლურ მონასტერს.
9. ქუთაისი
გარდა თბილისის აეროპორტისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ქუთაისის აეროპორტითაც და ამავდროულად დააკავშიროთ ჩამოსვლა შემოგარენის ტურთან. ქუთაისში არის, მაგალითად, მართლმადიდებლური მონასტერი მწვანეყვავილას წყალთან, ბოტანიკური ბაღი ან მოწამეთას მონასტერი.
მანძილი და ფასები
ქუთაისი – ხაშური: 100კმ. (1სთ 40წთ მიკროავტობუსით, ფასი 7 ლ. /2.50 ევრო.)
ხაშური – გორი: 42კმ. (40წთ მიკროავტობუსით, ფასი 3 ლ. / 1,23 ევრო.)
ხაშური – ბორჯომი: 24 კმ. (20 წთ მიკროავტობუსით, ფასი 2ლ. /1 ევრო.)
ხაშური – ბაკურიანი: 27კმ. (30 წთ. Მიკროავტობუსით, ფასი 3ლ. / 1.23 ევრო.)
ხაშური – სურამი: 4კმ.
ხაშური – ქობულეთი: (ზღვის კურორტი, 4სთ. Მიკროავტობუსით, ფასი 10ლ. / 4 ევრო.)