ჯერ კიდევ 2005 წლიდან ლტოლვილთა დახმარების ორგანიზაციამ დაიწყო თავისი მოღვაწეობა საქართველოში, სადაც განახორციელა საგანმანათლებლო პროგრამები და დაამყარა თანამშრომლობა ზოგიერთ ქართულ ორგანიზაციასთან.
2012 წელს ჩეხეთის ლტოლვილთა დახმარების ორგანიზაციამ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით გახსნა მოხუცთა დღის ცენტრი. დღის ცენტრი მუშაობს ჩეხეთის დღის ცენტრების პრინციპით და ასრულებს მსგავს მისიას – მიაწოდოს მოხუცებს საბაზისო დახმარებები, რათა გახადონ მათი ცხოვრება უფრო საინტერესო.
დღის ცენტრი მდებარეობს ,,გვირილას სახლის’’ პირველ სართულზე და ღიაა სამუშაო დღეებში 10:00_დან 17:00_მდე. ცენტრში მუშაობს სოც.აგენტი და მედდა. მოხუცები ატარებენ აქ დროს, ხვდებიან ერთმანეთს, საუბრობენ , ასევე ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, რომელთაც მათ მომსახურე პერსონალი სთავაზობს. ესენი შეიძლება იყოს: კერვა, ქსოვა, სამაგიდო თამაშები და ა.შ. აგრეთვე მათ შეუძლიათ მოიწესრიგონ ჰიგიენური პირობები ( რეცხვა, პედიკური, მიიღონ შხაპი). ცენტრი სთავაზობს კლიენტებს ისარგებლონ ბიბლიოთეკით. ცენტრს აქვს ფუნქცია მოტეხილობებისთვის განკუთვნილი ინვენტარის გაქირავების (ეტლი, გადასაადგილებელი ყავარჯენი და ა.შ.) რომელიც სარგებლობს დიდი პოპულარობით რაიონის მოსახლეობაში. დღის ცენტრი არის ყველა თაობის შეხვედრის ადგილი. Მოხუცთა ცენტრს ხშირად სტუმრობენ დაწყებითი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებით.
ჰოსტელი ცალკე შესასვლელით და აივნით მდებარეობს სახლის მეორე სართულზე. Შემოსავალი ჰოსტელიდან ხმარდება მოხუცთა დღის ცენტრის ფუნქციონირებას.